კახა კალაძე: განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ ევროპარლამენტარების მხრიდან, არა თუ არ ამცირებს დეპოლარიზაციას, პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას

კახა კალაძე: განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ ევროპარლამენტარების მხრიდან, არა თუ არ ამცირებს დეპოლარიზაციას, პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას

კახა კალაძე გარკვეული ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი სენატორების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ. ამ თემაზე კომენტარი „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გააკეთა.

„აბსოლუტურად ერთნაირი მესიჯბოქსი აქვთ - ქვეყნის შიგნით კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და ქვეყნის გარეთ იმ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს. განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ ევროპარლამენტარების მხრიდან, არა თუ არ ამცირებს დეპოლარიზაციას, პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას. პირველ რიგში ეს ევროპარლამენტარები, ე.წ. ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან ის ადამიანები, ვინც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას“, - განაცხადა კალაძემ.