კახა კალაძე ნაცმოძრაობაზე: მათი დღის წესრიგი - რადიკალიზმი, ყოველთვის განწირული იყო მარცხისთვის, ასეა დღეს და ასე იქნება მომავალშიც

კახა კალაძე ნაცმოძრაობაზე: მათი დღის წესრიგი - რადიკალიზმი, ყოველთვის განწირული იყო მარცხისთვის, ასეა დღეს და ასე იქნება მომავალშიც

ყველა ვხედავთ, რაც ხდება - ეს არის შიდა დაპირისპირება, შიდა ომი, სკამებისთვის ბრძოლა. მე მგონია, რომ ნაცმოძრაობა იმსახურებს იმ კანდიდატებს თავმჯდომარეობაზე, რომლებიც დღეს არიან წარდგენილები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„საოცრება ხდება. ჩვენ ამას გარედან ვუყურებთ. უკვე ვერ მალავენ დაპირისპირებას ერთმანეთის მიმართ. იქ ჩანს მერაბიშვილის ინტერესები, ოლიგარქ კეზარაშვილის ინტერესები, რომელსაც სურს, რომ პარტიის ინფრასტრუქტურა, სადავეები და ხელში ჩაიგდოს, პარტიასთან ასოცირებულ ტელევიზიებზე გავლენა მოიპოვოს და კულისებიდან გააგრძელოს მართვა იმ მოპარული ფულით, რომელიც მან ნაცმოძრაობის მმართველობის დროს შეაგროვა. მათი დღის წესრიგი - რადიკალიზმი, ყოველთვის განწირული იყო მარცხისთვის, ასეა დღეს და ასე იქნება მომავალშიც. მათ არ აქვთ არანაირი შანსი, შესაძლებლობა იმისა, რომ საზოგადოებას წარუდგინონ ქვეყნის განვითარების რამე ხედვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.