კახა კალაძე: ქალაქში რეკრეაციული ადგილების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელისთვის - მიხარია, რომ მოგვცა შესაძლებლობა და „მზიურის“ ტერიტორია კიდევ უფრო გაიზრდება

კახა კალაძე: ქალაქში რეკრეაციული ადგილების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელისთვის - მიხარია, რომ მოგვცა შესაძლებლობა და „მზიურის“ ტერიტორია კიდევ უფრო გაიზრდება

მიხარია, რომ მოგვცა შესაძლებლობა აღნიშნული ტერიტორია, რომელიც „მზიურის“ გაგრძელებაა და ამ პარკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, დედაქალაქის მოსახლეობას დაუბრუნდა. „მზიურის“ ტერიტორია კიდევ უფრო გაიზრდება.

„მინდა მადლობა გადავუხადო კერძო მესაკუთრეს, რომელიც თანამშრომლობაზე წამოვიდა და აღნიშნული ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა მოხდა. დავიწყებთ პროექტის გაკეთებას და შემდეგ უშუალოდ სამუშაოებს განვახორციელებთ. ქალაქში რეკრეაციული ადგილების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, თითოეული თბილისელისთვის.

დღეს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება ეს არის სუფთა ჰაერი, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჩვენ ბევრი ასეთი ტერიტორია დავუბრუნეთ დედაქალაქს. გაყიდული და გასხვისებული იყო კონკრეტული ტერიტორიები და ამ ტერიტორიებს ვუბრუნებთ მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბავშვთა ქალაქ „მზიურს“ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ვრცელი ტერიტორია დაუბრუნდა.