ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგო და მქონდეს პასუხი, რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში ვაკის პარკში მოხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
„გულწრფელად ვიტყვი, 2017 წლიდან დედაქალაქის მერი ვარ, ჩემი, ჩემი თანაგუნდელების ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა კომპანიების მიმართ ყოველთვის არის უსაფრთხოება. ამას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ყოველთვის არის მოთხოვნები, რომ სამუშაოების დროს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოება. თუ დააკავირდებით, 2017 წლიდან დღემდე, უბრალო მუშასაც კი არ ჩამოვარდნია თმა, ისე განხორციელდა სამუშაოები და ასობით, ათასობით პროექტია განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, პირადად ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ადამიანურად, როგორც კაცისთვის, 4 შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც მჭირდება პასუხები, თუ რა მოხდა“, - განაცხადა კალაძემ.