გია ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სუბიექტიდან რევოლუციურ შტაბად იქცა

გია ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სუბიექტიდან რევოლუციურ შტაბად იქცა

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სუბიექტიდან რევოლუციურ შტაბად იქცა.

მისივე თქმით, ახლა მიდის იმაზე მსჯელობა, თუ ვინ აკმაყოფილებს რევოლუციურ მახასიათებელს.

„სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სუბიექტიდან იქცა რევოლუციურ შტაბად, რომლის სათავეში ის ადამიანი უნდა მოვიდეს, რომელიც რევოლუციურ იდეებს უკეთ განახორციელებს. ამ თემაზე აქვთ ერთმანეთში დავა. უკეთესი იქნება ამ მახასიათებლით ხაბეიშვილი თუ სხვა, ამას გადაწყვეტენ რევოლუციური შტაბის წევრები", - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხსაც გამოეხმაურა.

"რაც შეეხება სააკაშვილის გადაყვანას, ვფიქრობ, ეს არ არის პოლიტიკოსების განსახილველი თემა. დღემდე ჩვენ არ გვინახავს კომპეტენტური, სრულფასოვანი, მრავალმხრივი სამედიცინო დასკვნა, რომლითაც შეიძლება შესაბამისმა სტრუქტურებმა და არა პარლამენტის ფრაქციებმა იმსჯელონ,"- განაცხადა ვოლსკიმ.