საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, უკრაინისგან განსხვავებით, სადაც, ევროინტეგრაციის გზაზე, მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთად ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანების მიღწევას, ქართველი ოპოზიციონერების ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ პარტნიორებს დეზინფორმაცია მიაწოდოს.
„სამწუხაროდ, საქართველო არაერთხელ დაზარალდა მსგავსი კამპანიებით. იგივეს ვხედავთ ახლაც, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დგას ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, იმის ნაცვლად, რომ კეთილსინდისიერად ჩაერთოს რეკომენდაციების შესრულებაში, ვხედავთ ძალიან ფართოდ გაშლილ კამპანიას (შეხვედრების, ვიზიტების, სტატიების გამოქვეყნების გზით...), რომლითაც საქართველოს იმიჯის დისკრედიტაცია ხდება, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ევროპულ მომავალს და, შეიძლება ითქვას, რომ ხელს უშლის და წარმოუდგენელს ხდის, რაიმე პროგრესი გვქონდეს ამ მიმართულებით, თუ ვინმე მათ მიერ გავრცელებულ მოსაზრებებს გაიზიარებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.