დავით მათიკაშვილი გახარიაზე: მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები პატრიოტული სულისკვეთებით შთაგონებული ნამდვილად ვერ იქნება და უფრო მეტად მის ვიწრო, ბინძურ პოლიტიკურ ინტერესებს ესადაგება

დავით მათიკაშვილი გახარიაზე: მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები პატრიოტული სულისკვეთებით შთაგონებული ნამდვილად ვერ იქნება და უფრო მეტად მის ვიწრო, ბინძურ პოლიტიკურ ინტერესებს ესადაგება

გახარიასგან ალბათ არაფერი გამიკვირდება: როდესაც ქვეყანის პოლიტიკურ შემართებას ყველაზე მეტად უჭირდა, მაშინ დატოვა პრემიერის თანამდებობა და ფაქტობრივად მყისიერად ოპოზიციაში გადაინაცვლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები პატრიოტული სულისკვეთებით შთაგონებული ნამდვილად ვერ იქნება და უფრო მეტად მის ვიწრო, ბინძურ პოლიტიკურ ინტერესებს ესადაგება, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში წინსვლა და გამარჯვება არც ერთ შემთხვევაში არ უწერია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან წასვლის ოცი თვის თავზე ამბობს, რომ საქართველოში კორუფცია და ოლიგარქია უნდა დასრულდეს.