გახარია იქცევა ისე, როგორც მას კონკრეტულ დროს თავისთვის სასარგებლოდ მიაჩნია,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
„დღეს გახარია არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მაშინ იყო პრემიერ-მინისტრი ანუ ორ სხვა და სხვა პოზიციაში ადამიანი ემორჩილება ეკონომიკურ სტიმულებს, როგორც ცნობილია ეკონომიკის პირველი კურსის სახელმძღვანელოდან. შესაბამისად, იგი იქცევა ისე, როგორც მას კონკრეტულ დროს, თავისთვის სასარგებლოდ მიაჩნია“,- აღნიშნა მეგრელიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან წასვლის ოცი თვის თავზე ამბობს, რომ საქართველოში კორუფცია და ოლიგარქია უნდა დასრულდეს.