ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ ადამიანებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, სურდათ, წარმოეჩინათ, რომ პროცესი ინკლუზიური არ არის და ეს ევროპაში „გაეყიდათ“, რათა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია, სხვა საკითხების მსგავსად, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის საქმეშიც, პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს.

„ეს ადამიანები კადრულობენ, რომ საბოტაჟი, რომელიც თვითონ განახორციელეს, სხვას დააბრალონ. ამ ადამიანებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, პირველ ეტაპზე, მათ სურდათ, წარმოეჩინათ, რომ სამუშაო ჯგუფები ინკლუზიური არ არის და უნდოდათ, ეს შემდეგ ევროპაში „გაეყიდათ“, თითქოს, ჩვენ სამუშაო ჯგუფებში მუშაობის სათანადო პირობები არ შევქმენით და ეს დაეყვანათ იქამდე, ემუშავათ იმაზე, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად, მმართველი გუნდი ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის.