ლევან ბეჟაშვილი: ქვეყნისთვის ნებისმიერი საერთაშორისო აქტივობა კარგია, თუმცა უნგრეთი საქართველოსთვის ევროპული ქვეყნის მოდელი არ არის

ლევან ბეჟაშვილი: ქვეყნისთვის ნებისმიერი საერთაშორისო აქტივობა კარგია, თუმცა უნგრეთი საქართველოსთვის ევროპული ქვეყნის მოდელი არ არის

ქვეყნისთვის ნებისმიერი საერთაშორისო აქტივობა კარგია, თუმცა უნგრეთი არ არის ევროპული ქვეყნის მოდელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ თავად უნგრეთს საკმაოდ ბევრი პრობლემები აქვს მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და სხვა ბევრი მიმართულებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა პრემიერის უნგრეთში ვიზიტის შეფასებისას.

„ამიტომ ბუნებრივია, ეს ვიზიტი გარკვეულად პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, თუმცა, მთავარი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნები არიან. მათი განცხადებები და მათთან ურთიერთობების დალაგება ბევრად უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.