ილონ მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა

ილონ მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა

ილონ მასკმა სოციალური ქსელი Twitter 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა. ამის შესახებ ინფორამაციას BBC ავრცელებს.

ფინანსური გარიგების დასრულების შემდეგ Twitter-ის გენერალურმა და ფინანსურმა დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს

სოციალური ქსელის შეძენის პროცესის დასასრულებლად მასკს დრო 28 ოქტომბრამდე ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სასამართლო დავა ელოდებოდა.

ფინანსური გარიგების დასრულების შემდეგ, მასკმა დაწერა, რომ “ჩიტი თავისუფალია”. მასკმა ასევე პირობა დადო, რომ პლატფორმაზე განთავსებული მასალის კონტროლი შემსუბუქდება და კლიენტების ნაწილს ბლოკი მოეხსნება, მათ შორის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.