თეთრი სახლი: თუ რუსეთი კომერციულ თანამგზავრებს დაარტყამს, აშშ რუსეთს პასუხს გასცემს

თეთრი სახლი: თუ რუსეთი კომერციულ თანამგზავრებს დაარტყამს, აშშ რუსეთს პასუხს გასცემს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი კომერციულ თანამგზავრებს დაარტყამს, აშშ რუსეთს პასუხს გასცემს.

ჯონ კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პასუხი მოჰყვება.

მისი თქმით, არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომი მონაცემები, რომ რუსეთი ისწრაფვის თანამგზავრების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების დაუფლებისკენ.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და იარაღის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კონსტანტინ ვორონცოვმა განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები შეიარაღებულ კონფლიქტებში იყენებენ კოსმოსში არსებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის კომერციულ თანამგზავრებს და შესაძლოა, ეს თანამგზავრები რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცეს.

Aburjga Tasmanieli ვაშინგტონით და ნიუ-იორკით რომ დაიწყოს მაგაზე რას იტყვით???
2 წლის უკან