პუტინის მოკავშირე კადიროვმა უკრაინელებს „სატანისტები“ უწოდა

პუტინის მოკავშირე კადიროვმა უკრაინელებს „სატანისტები“ უწოდა

„რუსული სამხედრო ძალები სატანისტების წინააღმდეგ  უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებენ და უკრაინის ქალაქები დედამიწის პირიდან უნდა აღიგავოს, - განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა.

„თუ უკრაინელების ჭურვი ჩვენი რეგიონის სიახლოვესაც ჩამოვარდება, უკრაინის ქალაქები მიწასთან უნდა გავასწოროთ. უკრაინელებმა ეს უნდა გააცნობიერონ და ვერც გაბედონ ჩვენს მხარეზე თავდასხმა,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ცნობილმა მოკავშირემ.

რამზან კადიროვი თავის ანტი-უკრაინულ ტირადაში წერს: „ჩვენი სამშობლოს პატრიოტები სხვადასხვა კუთხიდან“ კვლავ ჩამოდიან ჩეჩნეთში, რათა „ერთი მტკიცე ოჯახის წევრები“ გახდნენ.

„ბრძოლის ველზე შესვლამდე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის წევრებმა მოხალისე ჯარისკაცებს ხაზგასმით შეახსენეს, რომ ამოცანები იგივე რჩება: სატანისტების განადგურება, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და მათთვის დახმარების გაწევა“, - დასძინა კადიროვმა. 

ასევე, მან უკრაინაში რუსული არმიის შეჭრა დაახასიათა, როგორც "ჯიჰადი" [სარწმუნოებისთვის ბრძოლა].