Politico: ამერიკა ევროპაში განახლებული ბირთვული ბომბების გადატანას დააჩქარებს

Politico: ამერიკა ევროპაში განახლებული ბირთვული ბომბების გადატანას დააჩქარებს

ამერიკის შეერთებული შტატები დააჩქარებს განახლებული თერმობირთვული ბომბების B61-12-ის ევროპაში ნატოს ბაზებზე გაგზავნას. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

B61-12 ბომბების ევროპაში გადატანა, რომლებიც აშშ-ს მთავარ ბირთვულ იარაღად ითვლება, თავდაპირველად მომავალ გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, მაგრამ ამ ბობებს ამერიკელი სამხედროები ევროპაში დეკემბერში მიიღებენ. Politico-ს წყაროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოქტომბერში, ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.

გამოცემას ორმა ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ ბომბები დაჩქარებული წესით გაიგზავნება ევროპაში.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ B61 ბომბების მოდერნიზაცია მრავალი წელია მიმდინარეობს, შეერთებული შტატები დიდი ხანია გეგმავს ძველი ბომბების მოდერნიზებული ვერსიებით შეცვლას.

“ამას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან და პროცესი არანაირად არ დაჩქარებულა”, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

B61 არის ატომური ბომბების ოჯახი, რომელიც პირველად 1960-იან წლებში შეიქმნა.

B61 ბომბის ახალი ვერსია განკუთვნილია აშშ-სა და მოკავშირეთა სამხედრო თვითმფრინავებისთვის, მათ შორის B-2 და B-21 სტრატეგიული ბომბდამშენებისთვის, ასევე გამანადგურებლებისთვის – F-15, F-16, F-35 და Tornado.

Aburjga Tasmanieli ..... და ჩვენ ეს უნდა გაგვეხარდეს? ან იქნებ უნდა შევშფოთდეთ?! )))
წმინდა კოზმა ჩვენი დროის მეცნიერულ გამოგონებებსა და ტექნიკის სიახლეებზეც წერს:

"დაინახავთ ცაში ძერასავით მფრინავ ადამიანებს, რომლებიც მიწაზე ცეცხლს გადმოყრიან. ვინც ცოცხალი დარჩება, სასაფლაოზე ყვირილით გაიქცევა: - გამოდით, მკვდრებო, რომ თქვენი ადგილი დავიკავოთო";

"ცაში იფრენენ რკინის ცხვირიან-ფრთიანი ჩიტები";

"თქვენ რკინის ნისკარტიანი ჩიტები შეგჭამენ";

"ნახავთ უცხენო ეტლს, რომელიც კურდღელზე სწრაფად ირბენს";

"გაჩნდებიან უსწრაფესი რკინის ცხენები";

"მოვა დრო და მთელი სოფელი ერთი ძაფით შეიკვრება" (წინასწარმეტყველება ტელეგრაფსა და ინტერნეტზე);

"დადგება დრო, როცა ერთმანეთისგან შორს მყოფი ორი ადამიანი ერთმანეთს ისე დაელაპარაკება, თითქოს მეზობელ ოთახებში იყვნენ";

"მოვა დრო, როცა ეშმაკი ყუთში შევა და იქიდან ყვირილს დაიწყებს, ყუთიდან კი მისი რქები იქნება ამოშვერილი" - აშკარაა, აქ ტელევიზორზე საუბრობს. წმინდა კოზმამ ამით წინასწარ გვაუწყა ტელევიზორის მაზომბირებელი და გამხრწნელი გავლენა (არ დაგვავიწყდეს, რომ წმინდა კოზმა XVIII საუკუნეში ცხოვრობდა).
2 წლის უკან