გია ცაგარეიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ძირს უთხრიან, რაც ყველასთვის ავი სანახავია

გია ცაგარეიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ძირს უთხრიან, რაც ყველასთვის ავი სანახავია

ჩვენ, მესამე თვეა 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდეს. პირობა მივეცით საზოგადოებას, რომ წლის ბოლოსთვის ყველა პუნქტს შევასრულებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ 12-პუნქტიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირს უთხრის.

„ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები, საქართველოს პარლამენტში გამოხატავდნენ უმწვავესი ფორმებით თავიანთ კრიტიკულ შეფასებებს ამ პროცესთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფების სხდომებზე არ დაბრძანდებიან და დაბრძანდებიან სხვაგან და იქ ძირს უთხრიან ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, რაც, ვფიქრობ, ძალიან ავი სანახავია ყველასთვის“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ბრიუსელში ჯაფარიძე - ვაშაძის ვიზიტს მმართველი პარტია ანტისახელმწიფობრივ ქმედებად აფასებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები განმარტავენ, რომ რელობა განსხვავებულია და ქვეყნის ევროპული მომავალი არ შეიცვლება.