გიორგი ვაშაძე:  სახელები და გვარები რომ შეცვალოთ, ნახავთ, ზუსტად იგივე ტექსტით შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება - განსხვავება ივანიშვილსა და პლახატნიუკს შორის არ არის

გიორგი ვაშაძე: სახელები და გვარები რომ შეცვალოთ, ნახავთ, ზუსტად იგივე ტექსტით შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება - განსხვავება ივანიშვილსა და პლახატნიუკს შორის არ არის

სახელები და გვარები რომ შეცვალოთ, ნახავთ, ზუსტად იგივე ტექსტით შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება - განსხვავება ივანიშვილსა და პლახატნიუკს შორის არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველას ვინც რუსეთთან თანამშრომლობს, მიაკითხავს სანქციები.

"ვერ იქნება ვერც ერთი გამონაკლისი. ეს უნდა იცოდეს ივანიშვილმა და უნდა იცოდეს ყველამ, რომ ვინც რუსეთთან თანამშრომლობს, დასავლეთს ემტერება, მტრად აცხადებს ევროპას და ამერიკას, მოყვარედ კი, რუსეთს, მოუწევს სანქცირებულთა სიაში მოხვედრა.

სახელები და გვარები რომ შეცვალოთ, ნახავთ, რომ ზუსტად იგივე ტექსტით შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. რაც წერია პლახატნიუკზე ერთი -ერთშია, განსხვავება ამ ორს (ივანიშვილსა და პლახატნიუკს) შორის არ არის. ამიტომ ყველას მიაკითხავს სანქციები, მტრების იდენტიფიცირება ხდება, პლახატნიუკი ამერიკამ დააიდენტიფიცირა როგორც მტერი ცივილიზებული სამყაროსი,"- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებულ მოლდოველ ოლიგარქებს, ვლადიმირ პლახატნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, ოლიგარქებს სანქციები მოლდოვაში გამართულ არჩევნებში ჩარევისა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო დაუწესდათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები ასევე ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში.

Maverick ელაპარაკე ახლა ამ ხისთავიანს!

ამხ. გ. ვაშაძევ, ისე გაქვს რამსები არეული, ღამის კოშმარებში ივანიშვილი გელანდება და მალე ცოცხით ფრენასაც დაიწყებ!
2 წლის უკან