პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე, ანტიკორუფციულ ბიუროს ფორმირების შესახებ, მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ წესს იწუნებს.
„მთავარი შენიშვნა სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობაა. ჩვენ ევროპელები გვთხოვენ არა ამ სახელით, ფურცელზე, რაღაც ახალი სამსახურის შექმნას, არამედ - რეალური ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვას, დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნას. ის, რომ ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, ეს პირდაპირ ვერტიკალში ამ ადამიანის ნომინირებას ნიშნავს“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად, მმართველი გუნდი ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის.