თეა წულუკიანი: უკრაინის ხელისუფლებაში არა მარტო ივანიშვილის ნათესავებისთვის იცლიან, არამედ სოციალურ ქსელში მაღალი ხარისხის აქტიურობით გამოირჩევიან

თეა წულუკიანი: უკრაინის ხელისუფლებაში არა მარტო ივანიშვილის ნათესავებისთვის იცლიან, არამედ სოციალურ ქსელში მაღალი ხარისხის აქტიურობით გამოირჩევიან

უკრაინის ხელისუფლებაში არა მარტო ივანიშვილის ნათესავებისთვის იცლიან, არამედ სოციალურ ქსელში მაღალი ხარისხის აქტიურობით გამოირჩევიან _ ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, აჭარის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

„უკრაინის ხელისუფლებაში არა მარტო ივანიშვილის ნათესავებისთვის ცალიათ, არამედ სოც ქსელებში ძალიან მაღალი ხარისხის აქტიურობისთვის ცალიათ. ცალიათ მეათე ხარისხოვანი საქმიანობებისთვის, რომლისთვისაც ადამიანი იცლის მაშინ როდესაც ხარ დალხინებულ მდგომარეობაში, ვგულისხმობ სოციალურ ქსელში აქტიურობას, მაშინ როდესაც ქვეყანაში ბავშვები იღუპებიან. უკრაინის ზოგიერთ მაღალჩინოსნისგან ეს უკვე აღარ გვიკვირს, მაგრამ ისევ უნდა დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს და მთავარ პოსტულატს, რომ ჩვენ იმიტომ რომ არ ვისროლეთ, არ გავხსენით მეორე ფრონტი, ყველა მეთოდს იყენებს მავანი, იმისთვის, რომ ჩვენ მოგვიზღვოს. მაშინ როდესაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები სანქცირებული დღემდე ჰყავთ მხოლოდ რუსეთს და უკრაინა აღმოჩნდა მეორე ქვეყანა, ესეც ხომ იწვევს რიტორიკულ კითხვას“_ განაცხადა თეა წულუკიანმა.