ეს ქალბატონი ძირს უთხრის ამერიკის ინტერესებს, - ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე საუბრისას განაცხადა. კინორეჟისორმა აღნიშნა, რომ არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, დეგნანმა კი „ხალხის ძალის“ კითხვებს შეურაცხყოფის მეტი ვერაფერი დაუპირისპირა.
„შეურაცხყოფის მეტი ვერაფერი იპოვა, რომ დაუპირისპიროს ქართველ პარლამენტარებს - ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაც მთელი ამ წლების განმავლობაში, პოლიტიკამდე და პოლიტიკაშიც, არის ძალიან ღირსებული. არაფერი გარდა იმისა, რომ ეს არის სიცრუე, რუსული ნარატივი, არ გაგვიგია.