ირაკლი კობახიძე ხაბეიშვილზე: მოვუწოდებ ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ. არ უნდა მივცეთ პროვოკატორებს, რაიმე პროვოკაციის წარმატებით განხორციელების საშუალება

ირაკლი კობახიძე ხაბეიშვილზე: მოვუწოდებ ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ. არ უნდა მივცეთ პროვოკატორებს, რაიმე პროვოკაციის წარმატებით განხორციელების საშუალება

სადაც არის ხაბეიშვილი, მელია ან სხვები, იქ არის პროვოკაცია. ეს ყოველთვის ასეა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

იგი ხარაგაულის საკრებულოში ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. საუბრისას კობახიძემ ხაბეიშვილი პროვოკატორად მოიხსენია და მიმართა პარტიის წევრებს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

„რეალურად ეს ადამიანები ცდილობენ პოლარიზაციის გაღვივებას. ამით გამოირჩევა ხაბეიშვილი. სადაც არის ხაბეიშვილი, მელია ან სხვები, იქ არის პროვოკაცია. ეს ყოველთვის ასეა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. მათ უნდათ პოლარიზაციის გაღვივება. მოვუწოდებ ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს, რომ ამ ყველაფერს მშვიდად შეხვდნენ. მოვუწოდებ მათ სიმშვიდისკენ. არ უნდა მივცეთ ასეთ ადამიანებს, პროვოკატორებს, რაიმე პროვოკაციის წარმატებით განხორციელების საშუალება“, - განაცხადა კობახიძემ.

ხარაგაულში „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ჩასვლას დაპირისპირება მოჰყვა.