ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხოლოდ მაშინ არიან მართლები, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ

ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხოლოდ მაშინ არიან მართლები, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან მართლები, არის ის შემთხვევა, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ და აკრიტიკებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის პოსტს, სადაც თოფურიძე ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

„რაც შეეხება საკუთარი თავის შეფასებას, სოსო თოფურიძე როგორი უფლებადამცველია ეს ვნახეთ ყველამ. რეალურად ის იყო იმ ვითომდა ხერხემლის ერთ-ერთი მალა, რომელიც ამ ხალხს, მთელ საზოგადოებას აწამებდა და დასდევდა დასაჭერად, ძალიან ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ და ყოველგვარი უფლებების დარღვევით“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და პარტიაში გამდიდრებულ პოლიტიკოსებზე სოციალურ ქსელში წერს.