საზოგადოებამ რომ მიიღოს დეტალური ინფორმაცია, ნათელი გახდება, რომ დაფინანსების გამოყოფისას, ამერიკელებს არა ქველმოქმედებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობის მოტივი, არამედ საკუთარი აგენტების გავლენის გაფართოების ინტერესი ამოძრავებთ

საზოგადოებამ რომ მიიღოს დეტალური ინფორმაცია, ნათელი გახდება, რომ დაფინანსების გამოყოფისას, ამერიკელებს არა ქველმოქმედებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობის მოტივი, არამედ საკუთარი აგენტების გავლენის გაფართოების ინტერესი ამოძრავებთ

საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადება

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ამერიკის საელჩო ხშირად გვახსენებს, რომ მისი სახელმწიფო საქართველოს გასული 30 წლის მანძილზე 6 მილიარდი დოლარით დაეხმარა. არსებობს გამონათქვამი, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილი არ ესინჯება, ანუ როდესაც რაღაცას გჩუქნიან, ამ საჩუქრის რეალური ღირებულების განხილვაში, წესით, საერთოდ არ უნდა შეხვიდე. თუმცა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქველმოქმედო ორგანიზაცია არაა, შესაბამისად, არავის არაფერს ჩუქნის და სხვა ქვეყნებისთვის თანხის გამოყოფისას, საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მთავარი, რითაც საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, არის ის, თუ რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოზე თანხებს და რა ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ დღეს ასე ხშირად ე.წ. 6-მილიარდიან დახმარებას.

მაგალითისათვის, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ, ცხადია, ვერავითარი 6 მილიარდი ვერ ჩაანაცვლებს იმ ზიანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან ომით შეიძლება მიიღოს. ყველას გვახსოვს, რომ 2008 წლის ომით საქართველომ, დაკარგულ ტერიტორიებთან და ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო.

თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დემოკრატიის განსამტკიცებლად დააფინანსეს, ამაზე სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებთ. დემოკრატიის ის მოდელი, რომელიც ამერიკელებმა სააკაშვილის რეჟიმის მაგალითზე ძალიან მძიმედ დაგვამახსოვრეს, თავისი შინაარსით სულ სხვა არსის მატარებელია, მაგრამ ამ მოდელზე დღეს არ შევჩერდებით და ამ თემას სამომავლოდ შემოვინახავთ.

საქართველო არის მოაზრებული გარკვეული როლისთვის, რომელიც მან საელჩოს კარნახით უნდა შეასრულოს და ყველაზე საინტერესო სწორედ ამ როლის გაანალიზებაა. ფაქტია, რომ მათთვის ჩვენი ერთადერთი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა. ამ ფუნქციისთვის ამზადებდნენ წლების მანძილზე ისინი უკრაინასა და საქართველოს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის განადგურებაზე არ წავიდა, რასაც ამერიკელები ვერაფრით გვპატიობენ.

დაფინანსების კუთხით, რამდენიმე ფაქტორია განსაკუთრებით საინტერესო:

ამერიკელების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 30 წლის მანძილზე საქართველოს ამერიკულმა დაფინანსებამ, ელჩის მიერ ნათქვამისგან განსხვავებით, არა 6 მილიარდ დოლარზე მეტი, არამედ 4,5 მილიარდი შეადგინა, საიდანაც საქართველოში რეალურად მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა;

2013-2021 წლებში, ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ამერიკულმა დაფინანსებამ მხოლოდ 1,15 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 200 მილიონზე მეტი 2008 წლის ომის მძიმე შედეგების ნაწილობრივი ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი სპეციალური დაფინანსების ნარჩენი თანხა იყო. შედარებისთვის, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება 2,23 მილიარდი დოლარით, ანუ ორჯერ მეტი თანხით დააფინანსა. აქედან, ყველაზე დიდი თანხები 2006 წელს (411 მილიონი) და 2009 წელს (625 მილიონი) იქნა გამოყოფილი;

ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 700 მილიონ დოლარზე მეტი ენჯეოების საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ ენჯეოებზე, ანუ, არსებითად, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება;

გასული წლების განმავლობაში, ამერიკელების მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება თავდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 2 პროცენტს გამოყოფდა, რაც ქვეყანას, ბუნებრივია, სერიოზულ ტვირთად აწვება. რაც მთავარია, ერაყისა და ავღანეთის მისიებში 30 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრომ იმსახურა, რითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსგან ზუსტად 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მხარდაჭერა მიიღო (ამერიკელების მიერ ერთ ამერიკელ სამხედროზე დახარჯულ თანხას ქართველი სამხედროების რაოდენობაზე თუ გავამრავლებთ, სწორედ 2,5 მილიარდ დოლარს მივიღებთ). საქართველოს მიერ გაღებულ ადამიანურ მსხვერპლზე, რომელიც შეუფასებელია, ბუნებრივია, აღარაფერს ვამბობთ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკითხავია, 2013 წლიდან დღემდე საქართველომ უფრო მეტი მატერიალური სარგებელი მიიღო ამერიკისგან თუ ამერიკამ საქართველოსგან. თუ ჩვენს მიერ მოყვანილი რომელიმე მონაცემი არაზუსტია, მოვუწოდებთ საელჩოს, გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პრინციპით და რა მიზნობრიობით გამოიყოფოდა ამერიკული დაფინანსება საქართველოზე გასული წლების განმავლობაში, მათ შორის, გამოყოფილი დაფინანსებიდან, რეალურად რა თანხა დარჩა საქართველოში და რა თანხა დაბრუნდა ამერიკაში. სამწუხაროდ, საელჩოს მიერ დღემდე გამოქვეყნებული ინფორმაცია ძალზე მწირია და ქართულ საზოგადოებას დაფინანსების დეტალების შესახებ მკაფიო წარმოდგენას არ უქმნის, რაც ჩვენს უარყოფით ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ აშანტაჟებდნენ საქართველოს ხელისუფლებას შარშან ევროკავშირის 75-მილიონიანი სესხის არგამოყოფით. ამერიკული დაფინანსება სახელმწიფოსთვის და მისი ეკონომიკური გაძლიერებისთვის რაიმე სერიოზული შედეგის მომტანი რომ იყოს, ბუნებრივია, მისი გაჩერებით დღემდე არაერთხელ დაგვემუქრებოდნენ. ეს რომ ასე არ ხდება, ჩვენთვის იმის დამატებითი მტკიცებულებაა, რომ დაფინანსების უდიდესი ნაწილი არც ქვეყნის განვითარებისთვის და არც სახელისუფლო სისტემის გამყარებისთვის არ არის განკუთვნილი და ის, უმეტესწილად, სწორედ საქართველოში ამერიკული ინტერესების გატარებას ხმარდება. აქედან გამონაკლისი იყო დაფინანსების რამდენიმე კომპონენტი - მაგალითად, მცირე მასშტაბის ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხები, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტების სწავლის დაფინანსება, აგრეთვე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხაზით გამოყოფილი დაფინანსება, რომელიც განათლების სფეროს მოხმარდა (თუმცა, განათლების სფეროში ამერიკულმა ინტერვენციამ ჩვენს ქვეყანას, ზოგადად, რა მოუტანა, ამაზე დღეს არ შევჩერდებით და ამ თემას ყველაზე გვიან გავშლით).

ჩვენს მიერ განმარტებული ყველა გარემოება იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკელები საქართველოს განვითარებაში რეალურ ინვესტიციას არ დებენ და მეტიც, მათ საქართველოდან მიიღეს 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მატერიალური სარგებელი. ამერიკული დაფინანსება საქართველოში არა დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისკენ, არამედ სწორედ მისი შერყევისკენ რომ არის მიმართული, ეს უკვე ვთქვით და ამაზე მოგვიანებით საზოგადოებას ბევრად მეტ ინფორმაციას მივაწვდით.

ბოლოს, კიდევ ერთხელ გვსურს დავუსვათ საელჩოს შეკითხვა, რა არის მისი მთავარი სტრატეგიული ამოცანა, როდესაც საქართველოზე ფინანსებს გამოყოფს და ამ დაფინანსების დანიშნულებას განსაზღვრავს. საინტერესო იქნება, საელჩომ თავისი სტრატეგიული ამოცანის ჭრილში წარუდგინოს ქართულ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია გამოყოფილი თანხების დანიშნულების შესახებ. დარწმუნებული ვართ, ამგვარი დეტალური ინფორმაცია საზოგადოებამ რომ მიიღოს, მისთვის ნათელი გახდება, რომ დაფინანსების გამოყოფისას, ამერიკელებს არა ქველმოქმედებისა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობის მოტივი, არამედ საკუთარი აგენტების გავლენის გაფართოების ინტერესი ამოძრავებთ, რომლებმაც საქართველო, უკრაინასთან ერთად, გლობალური ამერიკული სცენარის თვალდახუჭულ თანააღმსრულებლად უნდა აქციონ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამერიკის საელჩოს მეტი გამჭვირვალობისა და დაფინანსებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისკენ. თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს, რადგან ზუსტად ვიცით, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება ქართული საზოგადოების აღქმაში სწორედ ჩვენს მიერ გამოტანილ შემაშფოთებელ დასკვნებს გაამყარებს.

Aburjga Tasmanieli აი ამიტომ მძულს აშშ, სწორედ ამიტომ. ამრევები, მტარვალი სისხლის მსმელები არიან! რაც მაგათ საკუთარ მე-5 კოლონას თანხები დაახარჯეს ის თანხები ხელმოკლე მოსახლეობისათის რომ გაენაწილებინათ, როგორც აშშ-ს სახელობითი რეგულიარული დახმარება დღეს საქართველოში სიმშვიდე იქნებოდა, ხოლო ხალხი ამერიკის ახელს დაიფიცებდა. ის ერთი მუჭა მე-5 კოლონა კი არ იქნებოდა მათი მხარდამჭერი არამედ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა! მაგრამ ამას როგორ იზამენ, ეშმაკის კერძები არიან, დღე და ღამ იმას ფიქრობენ სად აურიონ, რომელი ქვეყანა გადაწვან ნაპალმით, სად გააფრქვიონ მილიონობით ლიტრი ნარინჯისფერი ფოლიანტი, როგორ დაამხონ ხელისუფლებები სუვერენულ ქვეყნებში და დასვან თავიანთი მარიონეტები, როგორ დაეპატრონონ მსოფლიოს წიაღისეულ სიმდიდრეებს, განკარგონ დედამიწის მოსახლეობის ბედი! ამას ყველაფერს კიდევ შეეგუებოდა ადამიან (როგორც ვიცით ძალიან შემგუებელი არსებ აღმონადა), მაგრამ ეშმაკის მაფიცარი კოლექტიური დასავლეთი არ ისვენბს, კიდევ უფრო და უფრო საშინელებებს უწყობს დედამიწას, ადამიანებს, წარმოუდგენელ სიბილწეს კანონად აცხადებს და მამ-პაპათა რჯულს აგინებს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს! ასე მაგალითად ამ დედააფეთქებული მტარვალების თავში მოიხარშა და განვითარდა, დაინერგა იდეა შექსპირის ოდა სიტყვარულზე და უბიწობაზე გაერყვნათ და ლაფში ამოესვარათ. დიახ, არ მოგესმათ თეატრის სცენაზე მიმდინარეობს სპექტაკლი რომეო და ჯულიეტა, სადაც ერთ დღეს რომეოც და ჯულიეტაც ორივე მამაკაცია, მეორე დღეს კი ორივე ქალი! მასხრად იგდებენ ადამიანთა მოდგმას , სულში გვაფურთხებენ! ღმერთმა არ ქნას რუსეთი დამარცხდეს თორემ ეს ვიგინდარების ჩამომავლი ვიგინდრები, გაუმაძღარი აფთრები დაუნდობლად გაათახსირებენ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს, აქეთ მოგვიქსევენ და ნორმალურებს რეზერვაციებში გამოგვკეტავენ, დაუმორჩილებლებს კი ნიუ-ოსვენციმში და ნიუ-მაიდანეკში გაზის კამერებში ამგვხდიან სულს! ქართელო ხალხო გამოიღვიძე, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში სანამ უნდა ვუყუროთ ეშმაკისკერძი კოლექტიური დასავლეთის კარნავალს და გარყვნილების ფესტივალს??!!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რაც შევამჩნიე ის შეცდომები გავასწორე - აი ამიტომ მძულს აშშ, სწორედ ამიტომ. ამრევები, მტარვალი სისხლის მსმელები არიან! რაც მაგათ საკუთარ მე-5 კოლონას თანხები დაახარჯეს ის თანხები ხელმოკლე მოსახლეობისათის რომ გაენაწილებინათ, როგორც აშშ-ს სახელობითი რეგულიარული დახმარება დღეს საქართველოში სიმშვიდე იქნებოდა, ხოლო ხალხი ამერიკის ახელს დაიფიცებდა. ის ერთი მუჭა მე-5 კოლონა კი არ იქნებოდა მათი მხარდამჭერი არამედ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა! მაგრამ ამას როგორ იზამენ, ეშმაკის კერძები არიან, დღე და ღამ იმას ფიქრობენ სად აურიონ, რომელი ქვეყანა გადაწვან ნაპალმით, სად გააფრქვიონ მილიონობით ლიტრი ნარინჯისფერი ფოლიანტი, როგორ დაამხონ ხელისუფლებები სუვერენულ ქვეყნებში და დასვან თავიანთი მარიონეტები, როგორ დაეპატრონონ მსოფლიოს წიაღისეულ სიმდიდრეებს, განკარგონ დედამიწის მოსახლეობის ბედი! ამას ყველაფერს კიდევ შეეგუებოდა ადამიან (როგორც ვიცით ძალიან შემგუებელი არსებ აღმონადა), მაგრამ ეშმაკის მაფიცარი კოლექტიური დასავლეთი არ ისვენბს, კიდევ უფრო და უფრო საშინელებებს უწყობს დედამიწას, ადამიანებს, წარმოუდგენელ სიბილწეს კანონად აცხადებს და მამ-პაპათა რჯულს აგინებს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს! ასე მაგალითად ამ დედააფეთქებული მტარვალების თავში მოიხარშა და განვითარდა, დაინერგა იდეა შექსპირის ოდა სიტყვარულზე და უბიწობაზე გაერყვნათ და ლაფში ამოესვარათ. დიახ, არ მოგესმათ თეატრის სცენაზე მიმდინარეობს სპექტაკლი რომეო და ჯულიეტა, სადაც ერთ დღეს რომეოც და ჯულიეტაც ორივე მამაკაცია, მეორე დღეს კი ორივე ქალი! მასხრად იგდებენ ადამიანთა მოდგმას , სულში გვაფურთხებენ! ღმერთმა არ ქნას რუსეთი დამარცხდეს თორემ ეს ვიგინდარების ჩამომავლი ვიგინდრები, გაუმაძღარი აფთრები დაუნდობლად გაათახსირებენ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს, აქეთ მოგვიქსევენ და ნორმალურებს რეზერვაციებში გამოგვკეტავენ, დაუმორჩილებლებს კი ნიუ-ოსვენციმში და ნიუ-მაიდანეკში გაზის კამერებში ამგვხდიან სულს! ქართელო ხალხო გამოიღვიძე, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში სანამ უნდა ვუყუროთ ეშმაკისკერძი კოლექტიური დასავლეთის კარნავალს და გარყვნილების ფესტივალს??!!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli იგივე ტექსტი დამიდია. ბოდიშს ვიხდი. გამგები გაიგებს
2 წლის უკან