სუს-ში აცხადებენ, რომ 112-ში შესული ზარის საფუძველზე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველებმა საჭირო სამუშაოები ჩაატარეს და „საეჭვო არაფერი“ აღმოჩნდა

სუს-ში აცხადებენ, რომ 112-ში შესული ზარის საფუძველზე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველებმა საჭირო სამუშაოები ჩაატარეს და „საეჭვო არაფერი“ აღმოჩნდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოსთან „საეჭვო არაფერი“ აღმოჩნდა.როგორც „ინტერპრესნიუს“ უწყებაში განუცხადეს, გამნაღმველებმა ადგილზე საჭირო სამუშაოები ჩაატარეს.

„112-ში შემოსული ზარის საფუძველზე გამნაღმველებმა ადგილზე ჩაატარეს საჭირო სამუშაოები. არ აღმოჩნდა საეჭვო არაფერი“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო, სადაც აღნიშნავდნენ, რომ „აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“.