გია ცაგარეიშვილი: ძველი დრო არ არის, როცა ადამიანები ციხეებში ელემენტარულ სამედიცინო დახმარებას ნატრულობდნენ, ასე რომ, სააკაშვილის უფლება ამ მიმართულებით იქნება გარანტირებული

გია ცაგარეიშვილი: ძველი დრო არ არის, როცა ადამიანები ციხეებში ელემენტარულ სამედიცინო დახმარებას ნატრულობდნენ, ასე რომ, სააკაშვილის უფლება ამ მიმართულებით იქნება გარანტირებული

ნებისმიერი პატიმრის უფლება ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე იქნება დაცული ამ ქვეყანაში. ეს არ არის ძველი დრო, როცა ადამიანები ნატრულობდნენ ელემენტარულ სამედიცინო დახმარებას ჩვენს ციხეებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ისე რომ სააკაშვილის და ასევე სხვა პატიმრების უფლებაც ამ მიმართულებით იქნება გარანტირებული“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.