ვახტანგ ჭარაია: საქართველოს SEPA–ზე შეერთებას შეუძლია საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო სწრაფი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს

ვახტანგ ჭარაია: საქართველოს SEPA–ზე შეერთებას შეუძლია საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო სწრაფი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს

ეკონომისტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, საქართველოს ერთიან ევროგადახდის სივრცეზე, SEPA–ზე შეერთება საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჩამოაყალიბებს, რაც უფრო მეტ იმპულსს მისცემს ბიზნესს.

„ამ ყველაფერს შეუძლია საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო სწრაფი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს, მაგალითად, ქართველ და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესებს შორის. შესაძლოა ამან იმოქმედოს გადარიცხვის საფასურზეც. ასეთი წვრილმანი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისგან ყალიბდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც უფრო მეტ იმპულსს აძლევს ბიზნესს, საქართველოში ჩადოს ინვესტიციები“, - აცხადებს ჭარაია.

საქართველო ერთიან ევროგადახდის სივრცეს, SEPA–ს შეუერთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში გადარიცხვებისთვის აღარ იქნება საჭირო საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება.