არ არსებობს ისეთი საკითხი, რაზეც არ შეიძლება მოხდეს პოზიციების დაახლოება, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით.
„ჩვენ ძალიან კარგი ჩართულობით ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ყველა მათი რეკომენდაცია ასახულია იმ სამუშაო დოკუმენტებში, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში იქმნება. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ისეთი საკითხი, რაზეც არ შეიძლება მოხდეს პოზიციების დაახლოება“, - აცხადებს ქადაგიშვილი.