სანდრო რაქვიაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიების დაფინანსების წესი გამარტივდეს, წამოვაყენებთ რეფერენდუმებისა და პარტიების რეგისტრაციის პროცესის გამარტივების საკითხებსაც

სანდრო რაქვიაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიების დაფინანსების წესი გამარტივდეს, წამოვაყენებთ რეფერენდუმებისა და პარტიების რეგისტრაციის პროცესის გამარტივების საკითხებსაც

„გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა, ჟურნალისტებთან, იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც, პარტია საარჩევნო კოდექსის რევიზიის მორიგ სხდომაზე გაამახვილებს ყურადღებას.

„საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ჩვენი წინადადებები და კომენტარები გავგზავნეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიების დაფინანსების წესი გამარტივდეს, წამოვაყენებთ რეფერენდუმებისა და პარტიების რეგისტრაციის პროცესის გამარტივების საკითხებსაც, რადგან ახლა შექმნილი გვაქვს ბარიერი ყველა პატარა პარტიისთვის, რომ სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა ყველა არჩევნებზე. ჯერჯერობით, ძალიან ბევრი ტექნიკური და მეორეხარისხოვანი საკითხი განიხილება, მაგრამ იმედია, უფრო შინაარსობრივ დისკუსიაშიც გადავა ეს პროცესი“, - აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი.

ხვალ საარჩევნო კოდექსის რევიზიის მორიგი სხდომა გაიმართება. შეხვედრას, სავარაუდოდ, არ დაესწრება მესამე სექტორი. „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანი არჩევნები სამუშაო ჯგუფში არ მიიწვია, რის გამოც, საიამ ჯგუფი პროტესტის ნიშნად დატოვა. 4 არასამთავრობო ორგანიზაცია რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებს დროებით გაემიჯნა. მმართველი გუნდი „ისფედთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას იმ პირობით გადახედავს, თუ „სამართლიანი არჩევნები“ ოპოზიციის დღის წესრიგს გაემიჯნება და თავის ფუნქციას შეასრულებს.