ქალბატონ კელის ვნებანი, სხვა რა ვუწოდო პატივცემული ელჩის უკვე მერამდენე არადიპლომატიურ დამოძღვრება-ჭკუის სწავლებას თუ პერიოდულად მუქარანარევ ოპუსებს იმ ქვეყნის ხელისუფლების , პოლიტიკური ძალების, მმართველი გუნდის თუ საზოგადოების მიმართ , სადაც თავად არის აკრედიტირებული… ,-ასე ეხმაურება პოლიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე გიგლა ბარამიძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.
„ნუთუ გააუქმეს ვენის კონვენცია და არ ვიცით? ან იქნებ ზოგიერთ ელჩს გენერალ- მაკონტროლებელ-გუბერნატორის სტატუსიც ჩააბარეს და ესეც ვერ გაგვიგია? ან იქნებ უკვე საქმე გვაქვს ელჩის პირად ჭმუნვებთან, სუბიექტურ განწყობებთან, ემოციებთან, ურთიერთობებთან და ჩვენ, ღმერთო გვიშველე, ვერ მიმხვდარვართ? რა გზას დავადგეთ, ვის შევჩივლოთ? ფოლკნერი მკვდარია, სინკლერ ლიუისიც, ო, ჰენრიც და ფიცჯერალდიც, ჯორჯ ვაშინგტონიც და რონალდ რეიგანიც…. ვის ვკითხოთ, ვინ გვიშუამდგომლებს , ვინ დაგვამშვიდებს? ნეტა მაცოდინა!“,-წერს გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ პოლარიზაციის ხელშემწყობი „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებებია და არა დასავლელი პარტნიორები.
ეს ქალი ამერიკისთვის პირდაპირ კატასტროფააა...... წონასწორობა დაკარგული აქვს,........ თავიაანთ გოთვერნობებზე სათქმელი რომ არაფერი აქვთ,............ რა თქვას, როგორ თქვას, უკვე იმასაც ვეღარ საზღვრავენ
მოკლედ მთელი საელჩო აჭრილები არიან, არეული აქვთ რამსები.....
ხოოდა ზუსტად ეხლა არ უნდა მისცენ მაგას ამოსუნთქვის საშუალება, არ უნდა მოეშვნენ ესენი ----კითხვები და კითხვები...ტოპკები და ტოპკები...პირდაპირ აზრზე მოსვლის საშუალება არ უნდა მისცენ, ვერ უნდა მოვიდეს ეგ ქაჯი აზრზე ....
ეხლა ეგენი (დაახლოებით რომ ვთქვათ)---- ნოკდაუნში არიან---გამოყენება უნდა ამ მომენტს
წყალში გადაბრუნების წინ ნავი რო ატორტმანდება, ზუსტად ისე ამ ქალის საქმე.......მართალია თვითონ აუცილებლად შარს გადაეკიდება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ შეიძლება ჩვენც შარს გადაგვყაროს....