ტრამპი: ქვეყანაში ტემპერატურამ უნდა დაიკლოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი რამ მოხდება, ხალხი მორიგ გაიძვერობას არ მოითმენს

ტრამპი: ქვეყანაში ტემპერატურამ უნდა დაიკლოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი რამ მოხდება, ხალხი მორიგ გაიძვერობას არ მოითმენს

ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ტემპერატურამ უნდა დაიკლოს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელი ხალხი მორიგ გაიძვერობას არ მოითმენს.

„ქვეყანა ძალიან სახიფათო მდგომარეობაშია. უზარმაზარი აღშფოთებაა, როგორიც აქამდე არასდროს მინახავს. ამის მიზეზი ის გაიძვერობაა, რასაც აქამდე ადგილი ჰქონდა. თაღლითობისა და კუდიანებზე ნადირობის წლები“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„თუ რამე შეგვიძლია გავაკეთოთ დასახმარებლად, მე და ჩემი გუნდი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამისთვის. არასდროს მომხდარა მსგავსი რამ, რომ სამართალდამცველები ყოფილი პრეზიდენტის სახლში შეჭრისთვის გამოეყენებინათ. ქვეყანაში უზარმაზარი აღშფოთებაა - ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქვეყანას დავეხმარო“, - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

„ხალხი ძალიან გაბრაზებულია იმის გამო, რაც ხდება. ქვეყანაში ტემპერატურამ უნდა დაიკლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი რამ მოხდება. ხალხი მორიგ გაიძვერობას არ მოითმენს“, - დასძინა მან.

trampi სეხნიავ ამერიკელები კი არა ჩვენც ,,ძლიერ აღშფოთებულები.. ვართ..... ამერიკის ელჩს დაგნარს საპროტესტო ნოტა უნდა გადავცეთ
მოკლედ თუ ამერიკას მხედრიონი დაეტაკა, მაგათ ვერაფერი ვეღარ უშველით...................თითოს ხუთ-ხუთი ავტომატ--პისტალეტები უდევთ სახლებში.
ეგენი რომ გაისვრიააააან........................ მტრისას, უკრაინა მონაგონი იქნება
მერე იძახონ რათაო.....
იმიტომ... იმიტომ...... თქვენი ჟამი მოვიდა უკვე და იმიტომ .................. წესია ასეთი, ....წესი
აუხსენით ვინმემ ერთი რაა არის ჟამი და წესი ....... მე ინგლისური არ ვიცი და არც მაინტერესებს
ისე ინგლისური რომ ვიცოდე ალბათ ნობელის პრემიის ლაურეატი ვიქნებოდი...ინგლისურის ცოდნა მაგათ განათლება ჰგონიათ
2 წლის უკან