ვინც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება ყველას აქვს მასავით რუსული კვალი. ასეა დავით არახამია-ბრაუნის შემთხვევაშიც. ამ ფულისტს სხვაგვარად არ შეუძლია არსებობა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ვინც სააკაშვილს უკავშირდება, ის ყოველმხრივ გახრწნილიცაა, როგორც ნაცსექტა.
“ვინც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება ყველას აქვს მასავით რუსული კვალი. ასეა დავით არახამია-ბრაუნის შემთხვევაშიც. ეს კორუმპირებული 'ოსტაპ ბენდერი' იყო უკრაინის მოღალატე, პრორუსი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ლაქია, შემდგომში ბედი სცადა სააკაშვილის უკრაინულ 'ლუზერ' პარტიაში Рух Нових Сил-ში. თუმცა, პოლიტიკურ ავანსცენაზე ზელენსკის გამოჩენისთანავე, მის პარტიაში გადახტა და პარლამენტარობაც მოიპოვა. რუსეთთან სამშვიდო მოლაპარაკებებში, სანქცირებულ ოლიგარ აბრამოვიჩთანაც გააბა ბიზნეს-კავშირები. ამ ფულისტს სხვაგვარად არ შეუძლია არსებობა.
სააკაშვილის მიერ დასპონსორებულ შარლატან არახამიას, რომელიც მძიმე განსაცდელში ჩავარდნილ უკრაინაზე 24/7 უნდა ფიქრობდეს, აქვს იმის დრო, რომ საქართველოს ხელისუფლება დაამუნათოს. თუმცა, ვინც სააკაშვილს უკავშირდება, ის ხომ ყოველმხრივ გახრწნილიცაა, როგორც ნაცსექტა”- წერს აბაშიძე Facrbook-ზე.