სენატორი მარკო რუბიო ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: სახელმწიფო ძალაუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენება არის ის, რაც ბევრჯერ გვინახავს მარქსისტულ დიქტატურებში

სენატორი მარკო რუბიო ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: სახელმწიფო ძალაუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენება არის ის, რაც ბევრჯერ გვინახავს მარქსისტულ დიქტატურებში

სენატორი მარკო რუბიო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

„სახელმწიფო ძალაუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენება არის ის, რაც ბევრჯერ გვინახავს მარქსისტულ დიქტატურებში, თუმცა არასდროს გვინახავს ამერიკაში“, - აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.

TWITTER POST
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

Aburjga Tasmanieli "მეგობარო", რას მიედ-მოედები, შე უნამუსო?! რის მარქსისტული დიქტატურა, რა მარქსიზმი და სსრკ გელანდება, როცა მთელი მე-20 საუკუნე თქვენი მტარვალობით არის გაჯერებული?! მარტო მოძრაობა კუკლუს კლანი რად ღირს ან მაკარტიზმი - ანუ იგივე კუდიანებზე ნადირობა?! ვინ მოკლა სკუთარი პრეზიდენტი ჯონ კენედი, და რამდენიმე წლის შემდეგ მისი ძნაც ზედ მიაყოლა?! თქვენ აშშ, ამერიკელები ხომ არ ხართ შემთხვევით ეს ხალხი და ქვეყანა?! სსრკ-მ ისროლა 9 აგვისტოს იაპონიის ქალაქ ნაგასკიში მეორე ატომური ბომბი?! აშშ ხომ არ იყო შემთხვევით და ოპრეზიდენტი ტრუმენი?! სინდისისაგან მთელი ერი საერთდ დაცლილი ხართ! მო---- ნთ ემპაიარ სტეიტ ბილიდინგი! 9 -ში იაპონიას ატომური ბომბი დაარტყეს, "საიუბილეო" თარიღია და ტრამპის სახლში ჩხრეკა როგორ ჩაატარესო?! თქვენ რომ უბედურებები გაქვთ დატრიალებული დედამიწის ყველა ნაწილში, იმასთან ეს ჩხრეკა რა სახსენებელია?!
2 წლის უკან