ბლინკენი: აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შეცვლის ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით ძალის გამოყენებით

ბლინკენი: აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შეცვლის ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით ძალის გამოყენებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შეცვლის ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით ძალის გამოყენებით და აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ არ შეცვლილა.

„ჩვენ და მსოფლიოს ქვეყნები მივიჩნევთ, რომ ესკალაცია არავის ინტერესში არ შედის. ესკალაციას არასასურველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, რაც არავის ინტერესებს არ ემსახურება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.