მიხეილ სარჯველაძე: რაც არ უნდა მიზანშეწონილად გვეჩვენებოდეს რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილება, არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა სამართლებრივ არგუმენტებზე მაღლა დადგეს

მიხეილ სარჯველაძე: რაც არ უნდა მიზანშეწონილად გვეჩვენებოდეს რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილება, არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა სამართლებრივ არგუმენტებზე მაღლა დადგეს

ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე, შესაბამისად, არ შეიძლება ჩვენ ვინმე დავავალდებულოთ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ განცხადებას.

„რაც არ უნდა მიზანშეწონილად ეჩვენებოდეს ეს ვინმეს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტული ქმედება დეპოლარიზაციის ვითარებას შექმნის სახელმწიფოში, მე მგონია, რომ უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ მათგანს სჭირდება სხვა კრიტერიუმებით შეფასება.

რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, რაც არ უნდა მიზანშეწონილად გვეჩვენებოდეს რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილება, არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა სამართლებრივ არგუმენტებზე მაღლა დადგეს. ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე, შესაბამისად, არ შეიძლება ჩვენ ვინმე დავავალდებულოთ“, - აცხადებს სარჯველაძე.