გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პარლამენტის წევრებს კითხვის დასმის უფლება არ აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„თავდასხმა სად დაინახეს? კითხვის დასმა თუ თავდასხმაა, მაშინ ესეც უნდა ითქვას. გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პარლამენტის წევრებს კითხვის დასმის უფლება არ აქვთ. ასევე გამოდის, რომ თუ ხარ დიპლომატი, გამოთქვამ საკუთარ აზრს და ამაზე პასუხს გაგცემენ, ეს არის ზოგადსაკაცობრიო ცოდვა, თავზარდამცემი მოვლენა და ჩვენ თავზე ნაცარი უნდა დავიყაროთ და ვისმინოთ ეს ბრალდებები“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.