ირაკლი ქადაგიშვილი: აკერმანისეული მეთოდებით და არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილების იმედი როცა აღარავის ექნება, ყველა დაიწყებს კომპრომისის ძიებას და ხელისუფლებაც უფრო მზად იქნება პროდუქტიული დიალოგისთვის

ირაკლი ქადაგიშვილი: აკერმანისეული მეთოდებით და არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილების იმედი როცა აღარავის ექნება, ყველა დაიწყებს კომპრომისის ძიებას და ხელისუფლებაც უფრო მზად იქნება პროდუქტიული დიალოგისთვის

ამ სიტყვებს ვიზიარებ, მაგრამ მერე ხდება ხოლმე პროცესში გარკვეული ორჭოფობები. ის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, იყო სწორედ ამ რადიკალიზაციის და დაპირისპირების მიზანმიმართული რეზოლუცია, რომელმაც ეს მოიტანა და ამას მოჰყვა ის გაუგებარი გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ აქაც, სიტყვების უკან უნდა იყოს ნათელი ქმედებები, ნაბიჯები, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომლის თანახმად, „დემოკრატია არის კომპრომისი და კონსენსუსის მიღწევა“.

„უნდა თავიდანვე გამორიცხოს ყველა საერთაშორისო პასუხისმგებლობიანმა აქტორმა და პირველ რიგში ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა, რომ რევოლუციური სცენარებით, ქვეყნის შიდა პოლიტიკური ცვლილებების მიღწევა ძირშივე გამორიცხულია. მხოლოდ დემოკრატიული, კონსტიტუციური საარჩევნო პროცესები უნდა იყოს ქვეყნის შიგნით, მათ შორის ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი მექანიზმი. როცა ამის იმედი აღარავის ექნება, რომ შეიძლება აკერმანისეული მეთოდებით და ფერდი რევოლუციებით და არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიოს, მაშინ ყველა დაიწყებს კომპრომისის ძიებას, მაშინ, ხელისუფლებაც უფრო მზად იქნება პროდუქტიული დიალოგისთვის. ერთის მხრივ, როცა შენ უნდა წახვიდე დათმობებზე და მეორეს, მხრივ ოპოზიცია გეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოგიწყოს, აქ ბუნებრივად ცეცხლის და წყლის ანალოგია დგება. თუ არ შემოვიდა ოპოზიცია პარლამენტში, სად მუშაობენ ამ ცვლილებებზე? პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს ცვლილებები“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.