ბუნებრივია ისეთი გულუბრყვილოები არ ვართ, რომ ვფიქრობდეთ ელჩს პირდაპირ ეთქვა მეორე მხარისთვის, მიიღეთ ომში მონაწილეობაო. აქ საუბარია იმაზე, რომ ხომ არ იყო მოწოდება, ან თხოვნა, რომ სანქციებს შეერთებოდა საქართველო, რომელსაც ობიექტურად ვერ დაუწესებს საქართველო და ეს ჩვენ რამდენჯერმე ავხსენით, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ უკვე შედიხარ კონფლიქტში რუსეთის ფედერაციასთან. სანქციების დაწესებით საქართველო რუსეთს ვერაფერს ვერ ავნებს და ვერ შეაფერხებს მის აგრესიას უკრაინაში, პირიქით კი მოხდება და გამაღიზიანებელი იქნება, საქართველოში, სადაც 20%ოკუპირებული გვაქვს. უკრაინაში თუ ომი მიმდინარეობს, საქართველოში ომი უკვე იყო და 20% ოკუპირებულია, რუსეთის ფედერაციის ჯარები აქ დგას და სამწუხაროდ, ოკუპაციის პროცესი ყოველდღიურად მიმდინარეობს. რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა კარგად იციან. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი კითხვა, რომ ხომ არ ჰქონდა ელჩს კითხვა ან თხოვნა, რომ ბატონი ბიძინა კვლავ დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ხომ არ საყვედურობდა საქართველოს ხელისუფლებას სანქციების რომ არ შეუერთდა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.