მე შემიძლია, მაგალითები მოვიყვანო, ვიდეოჩანაწერებია, როდესაც გვარამია ელჩ დეგნანს შეურაცხყოფას აყენებს და მის გაწვევის საკითხსაც სვამს. ამბობს, რომ მან არ იცის საქართველო, არ იცნობს და ასე შემდეგ. ესაა თავდასხმა და რატომღაც მე არ მახსოვს, საელჩოს ან ჩვენი არასამთავრობოების, ან ოპოზიციის განცხადებები, რომ ამერიკის ელჩზე ასეთი თავდასხმა არ შეიძლება, არც თეთრი სახლის მხრიდან, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათი მხრიდან არის მხოლოდ კითხვები და იგი არ წარმოადგენს აშშ-ის ელჩის მიმართ თავდასხმას.
„არცერთ შემთხვევაში ეს არ არის თავდასხმა და თავდასხმა რაც არის, მე შემიძლია, მაგალითები მოვიყვანო, ვიდეოჩანაწერებია, როდესაც გვარამია ელჩ დეგნანს შეურაცხყოფას აყენებს და მის გაწვევის საკითხსაც სვამს. ამბობს, რომ მან არ იცის საქართველო, არ იცნობს და ასე შემდეგ. ესაა თავდასხმა და რატომღაც მე არ მახსოვს, საელჩოს ან ჩვენი არასამთავრობოების, ან ოპოზიციის განცხადებები, რომ ამერიკის ელჩზე ასეთი თავდასხმა არ შეიძლება, არც თეთრი სახლის მხრიდან. ჩვენი მხრიდან არის მხოლოდ კითხვები დასმული, რისი ლეგიტიმური უფლებაც საზოგადოებასა და საზოგადოების მიერ არჩეულ დეპუტატებს აქვს.
თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ხომ არ აზიანებს ეს პროცესი ურთიერთობებს, პირიქით, რომ არ დაზიანდეს არასწორი ქმედებებით, ნაკლები პასუხების გაცემითა და ასე შემდეგ ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი კითხვები. ჩვენი კითხვები მხოლოდ ჩვენი კი არ არის, საზოგადოებაში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.