,,ამ "იმედს" კიდევ თქვენი გინება სჭირდება? გადაუარეთ, გათელეთ, დაანგრიეთ, მფლობელი სიცოცხლეს გამოასალმეთ, ერთი საბოდიშო, თუ მხარდამჭერი სიტყვა არ გვსმენია ამ ტელევიზიის მისამართით თქვენი მხრიდან იმ ავდებით თავის დროზე,” -ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გოგი ხოშტარიას შეურაცხმყოფელ მიმართვას ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტისადმი.
როგორც ქართველიშვილი წერს, თქვენივე აღიარებულ თემებთან აქვთ შეკითხვები. ჩვენ რომ ცილისწამებით, სიცრუით, შეურაცხყოფით დაგვსდევენ ცემა დავუწყოთ?
,,ქვეყნის ყოფილი პირველი დიპლომატი, რუსეთის დიპლომატიური (და არა მხოლოდ) სკოლის კურსდამთავრებულის მამა, მოსკოვისა და პეტერბურგის წამყვანი თეატრების საპატიო "სტიპენდიანტი", გევურქ გევურქოვისა არ იყოს - სახლის კი არა, სახლების პატრონი...უბრალოდ მაგრად ტეხავს. ჟურნალისტი გოგონა თავაზიანად გიკავშირდებათ, ხელოვნებისა და დიპლომატიის ღვაწლმოსილ მუშაკს - ეს სტილი, ტონი, რიტორიკა საიდან? არც სახლში გივარდებათ, არც ქუჩაშია ვინმე ჩასაფრებული - როგორც ეს თქვენი ბანაკის ჟჟჟურნალისტებს ჩვევია. ამ "იმედს" კიდევ თქვენი გინება სჭირდება? გადაუარეთ, გათელეთ, დაანგრიეთ, მფლობელი სიცოცხლეს გამოასალმეთ, ერთი საბოდიშო, თუ მხარდამჭერი სიტყვა არ გვსმენია ამ ტელევიზიის მისამართით თქვენი მხრიდან იმ ავდებით თავის დროზე. თქვენთან - თქვენივე აღიარებულ თემებთან აქვთ შეკითხვები და ესეთი აგრესია. ჩვენ რომ ცილისწამებით, სიცრუით, შეურაცხყოფით დაგვსდევენ - ცემა დავუწყოთ? “ წერს ქართველიშვილი.