ცენტრალურ კოლუმბიაში, ტოლიმას დასახლებაში, ჩაინგრა ტრიბუნის ნაწილი, რომელზეც ხარების ბრძოლის საყურებლად მისული ადამიანები ისხდნენ, - ამის შესახებ BBC წერს.
მაუწყებლის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე ოთხი და დაშავებულია 300-ზე მეტი პირი. დაღუპულთა შორის ორი ქალი, ერთი კაცი და ერთი ბავშვია.
The Guardian-მა გაავრცელა ვიდეოკადრები, როგორ ინგრევა ხის სამსართულიანი ტრიბუნა.