“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსეთიდან მისი ოჯახის ანგარიშებზე ჩარიცხულ თანხას საქართველოსთვის ,,საამაყო ფულს,, უწოდებს. შესაბამისი განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მან მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი და ოჯახის წევრების ანგარიშების შემოწმებისკენ მოუწოდა.
როგორც მან განმარტა, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებიდან მიღებული თანხა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლების მიერ რუსეთში გასტროლებზე გამომუშავებული თანხა შინაარსობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.