რა ქნას ელენე ხოშტარიამ, უთხრას მამამისს, რომ რუსეთში დატოვოს ეს ქონება და პუტინის რეჟიმს მოხმარდეს?,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ეს ხომ ელენე ხოშტარიას გამომუშავებული არ არის. ეს ხომ მისი მემკვიდრეობაა, რომელიც სამართლებრივად და მორალურად ერგება მთელს შთამომავლობას“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
„ქრონიკამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან. ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.