როგორც მე გავიგე ელჩის პოზიციიდან, ისინი, ვინც გვეპატიჟებიან, რომ მეორე ფრონტი გავხსნათ, რუსული ინტერესების გამტარებელია და მათ უკან დგას რუსეთი. ეს არის და ეს და მეც ვეთანხმები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არ სჭირდება ომში ჩართვა, საქართველოს სჭირდება მშვიდობა, რასაც ის კვლევებიც ადასტურებს, სადაც 85 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში მმართველი პარტიის პოლიტიკას ემხრობა.
„მინდა, მადლობა ვუთხრა ამერიკის ელჩს მისი პოზიციისთვის. ჩვენ ვართ რეფორმების ავანგარდში, მათ შორის სასამართლოს მიმართულებით, მათ შორის ბიზნესის მიმართულებით. ყველაფერს ვაკეთებთ და მაქსიმალურად ვასრულებთ რეკომენდაციებს. შეუძლებელია, რომ საქართველო ამ შესაძლებლობის მიღმა დარჩეს. მჯერა და ალბათ, სწორი მოლოდინიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. როგორც მე გავიგე ელჩის პოზიციიდან, ისინი, ვინც გვეპატიჟებიან, რომ მეორე ფრონტი გავხსნათ, რუსული ინტერესების გამტარებლები არიან და მათ უკან დგას რუსეთი. მე ვეთანხმები ამ პოზიციას. დიახ, საქართველოს არ სჭირდება ომში ჩართვა, საქართველოს სჭირდება მშვიდობა, რასაც ის კვლევებიც ადასტურებს, სადაც 85 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში მმართველი პარტიის პოლიტიკას ემხრობა და ეთანხმება. ასევე მაღალი იყო ის პროცენტული მაჩვენებელი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო ომში არ უნდა ჩაებას. ჩვენ ეს გავიარეთ 2008 წელს, მანამდე 90-იან წლებში. საქართველომ ყველა ეს უბედურება თავის თავზე იწვნია, ისე რომ არცერთ სახელმწიფოს სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის და სხვათაშორის, ეს მაშინდელი ჩვენი ხელმოცარული დიპლომატების დამსახურებაცაა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.