ყველა პოლიტიკური მხარე იყენებს სოციალურ კვლევებს იმისთვის, რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკური გზავნილი ჩანერგოს ამომრჩევლის ტვინებში, ასეთია „გორბის“ კვლევაც, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
„სოციალური კვლევები დიდი ხანია უკვე პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდა და ყველა მხარე იყენებს ამ კვლევას, რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკური გზავნილი ჩანერგოს ამომრჩევლის ტვინებში. ამ შემთხვევაში „გორბის“ კვლევაც ასეთია, რომ ვითომდა ეს არჩევანი ომსა და ევროკავშირს შორის იყოს ჩანერგილი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გონებაში, ამიტომ მე არ აღვიქვამ ამას სერიოზულად და იმედია არ იქნება წარმატებული ასეთი ინსტრუმენტები“,- აღნიშნა რაქვიაშვილმა.