შარლ მიშელი გაერო-ში რუსეთის ელჩს: სურსათის კრიზისზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება - შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი

შარლ მიშელი გაერო-ში რუსეთის ელჩს: სურსათის კრიზისზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება - შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთი სურსათის მარაგს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ ფარულ რაკეტებად იყენებს და ადამიანებს სიღარიბეში ყოფნას აიძულებს.

„ბატონო რუსეთის ფედერაციის ელჩო, მოდი, გულწრფელები ვიყოთ, კრემლი იყენებს სურსათის მარაგს, როგორც ფარულ რაკეტას განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ,“- მიმართა მიშელმა გაეროში რუსეთის ელჩს, ვასილი ნებენზიას ნიუ-იორკში გამართულ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე.

მისი თქმით, სურსათთან დაკავშირებით შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება.

„რუსეთის ომის დრამატული შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება და ეს იწვევს საკვებზე ფასების ზრდას, ხალხს სიღარიბისკენ უბიძგებს და იწვევს სიტუაციის დესტაბილიზაციას ყველა რეგიონში. სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებელი მხოლოდ რუსეთია,“- აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მიშელმა რუსეთი ასევე დაადანაშაულა მარცვლეულის ქურდობაში და უკრაინაში მოსავლის დათესვისა და მოსავლის აღების პროცესისთვის ხელის შეშლაში.

შარლ მიშელის კომენტარებმა რუსეთის ელჩის აღშფოთება გამოიწვია, მან მიშელი რუსეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და შეხვედრა დატოვა.

„შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი, იქნებ უფრო ადვილია არ მოუსმინო სიმართლეს“, - მიმართა შარლ მიშელმა მას დარბაზიდან გასვლისას.

trampi მსოფლიო ბლეფი
მასონური ბლეფი
მსოფლიო წელიწადში ხარჯავს 2.8 მლრდ ტონა ხორბალს .......თურმე
აქედან უკრაინის 20 მლნი ტონა შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ 0,7 % (გრუბად ერთი ვთქვათ)
დანარჩენი ხორბალი ხომ ააქვთ ისევ იმათ ?
მერე ამ ერთმა პროცენტმა გამოიწვია შიმშილიი?
ის კი არა ჩათლახები არიან ჩათლახები და რუსების ხელით თავიააანთ საქმეს აკეთებენ (მსოფლიო შიმილი)
თან ეს ყველაფერი რუსეთს უნდა დაბრალდეს
რუსებმა დაუწესა მსოფლიოს სანქციები თუ ....................პირიქით
ვინ დარჩება წაგებული მაგასაც ვნახავთ
მთელი მენდელერევის ტაბულა მაგათია.........პლიუს . ტყე ...... მდინარე.... თევზი... სოკო
რუსი უფრო გაიტანს თავს ვიდრე ეგ ე.წ. დემოკრატიული დასავლეთი(ქუნემ მაგათი ,,დემოკრატია,,)
3 წლის უკან
tundac მოგესალმებით.

შარლ
ჩოილარ...
როგორი გაბედულია არა?!
3 წლის უკან