ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი რეჟისორის თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო; სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ თემურ ჩხეიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი რეჟისორის თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო; სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ თემურ ჩხეიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური სამძიმარს და თანადგომას უცხადებს თემურ ჩხეიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი რეჟისორის, ბატონი თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო.

ბატონი თემურის უნიკალური ხელწერით შექმნილი, ღრმა ჰუმანიზმით განმსჭვალული სპექტაკლები მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა და მსოფლიო თეატრალური საგანძურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში.

ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თემურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი.