რუსეთის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - ვაშინგტონი აგრძელებს სინდისისა და რელიგიის თავისუფლების პოლიტიზირებას

რუსეთის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - ვაშინგტონი აგრძელებს სინდისისა და რელიგიის თავისუფლების პოლიტიზირებას

შეერთებული შტატები აგრძელებს სინდისისა და რელიგიის თავისუფლების პოლიტიზირებას არასასურველი ქვეყნებისთვის „იარლიყების მიკერების“ გზით, მათ საშინაო საქმეებში ჩარევის მიზნით, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა.

"ისინი არასასურველ ქვეყნებს იარლიყებს უცერემონიოდ აკრავენ, რათა მათ შიდა საქმეებში ჩარევის საბაბი მიიღონ", - აცხადებენ საელჩოში.

მათი მტკიცებით, მორწმუნეთა უფლებების დაცვა რუსეთის აბსოლუტური პრიორიტეტია.

„მორწმუნეთა უფლებების დაცვა ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია. ჩვენთან რელიგიური ნიშნით დევნა არ ხდება. ამავდროულად, ჩვენ არ ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ სხვა სახელმწიფოების რელიგიურ სფეროებზე ", - ნათქვამია განცხადებაში.

Aburjga Tasmanieli 1 წელიწადში დოლარს და ტუალეტის ქაღალდს ერთნაირი ფასი ექნება!
3 წლის უკან