ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ლიდერების მიერ, გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ მათი გაუგებარი კომენტარების მსგავსად დაიკარგებიან პოლიტიკაშიც.
,,ხათუნა სამნიძე: პარტნიორებს ვუხსნით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება იყოს უვარგისი, მაგრამ ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანია.
ზუსტად იგივეს ამბობს გახარია, სამადაშვილი, და სხვა ოპოზიციონერები.
მათი "ლოგიკით", გამოდის, რომ ხალხმა ანტი-ევროპული ხელისუფლება აირჩია?!
აი ასე იკარგებიან ლოგიკაში. მალე დაიკარგებიან პოლიტიკაშიც.” წერს ანჯაფარიძე Facebook -ზე.