Le Figaro: პუტინის ყოფილი ნომერ პირველი საჯარო მტერი, მიხეილ სააკაშვილი, 54 წლის ასაკში ციხეში ნელი სიკვდილით კვდება

Le Figaro: პუტინის ყოფილი ნომერ პირველი საჯარო მტერი, მიხეილ სააკაშვილი, 54 წლის ასაკში ციხეში ნელი სიკვდილით კვდება

ვლადიმერ პუტინის ყოფილი ნომერ პირველი საჯარო მტერი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 2004 წელს თავისი ქვეყანა საქართველო დასავლურ დემოკრატიულ ოჯახს რეფორმების წყალობით მიამაგრა, 54 წლის ასაკში ციხეში ნელი სიკვდილით კვდება,- ამის შესახებ სტატიას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით: „საქართველო შორდება ევროკავშირს, რათა დაუბრუნდეს მოსკოვის ორბიტას“, ნათქვამია, რომ პატარა კავკასიური რესპუბლიკის ქარიზმატულმა და პროევროპელმა ექსპრეზიდენტმა შესაძლოა დიდხანს ვერ გაუძლოს არასათანადო მოპყრობას, რომლის მსხვერპლიც ის არის.

„საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაგმოს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღნდეგ და შეუერთდეს ევროპულ სანქციებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „უსარგებლოდ“ მიიჩნევს.

მაშინ როდსაც დონბასში ჯერ კიდევ ბრძოლები მძვინვარებს, რუსული ომი საბჭოთა კავშირის ყოფილ მიწებზე სხვა მეთოდებით გრძელდება, ვლადიმერ პუტინის ყოფილი ნომერ პირველი საჯარო მტერი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 2004 წელს თავისი ქვეყანა საქართველო დასავლურ დემოკრატიულ ოჯახს მიამაგრა რეფორმების წყალობით, 54 წლის ასაკში ციხეში ნელი სიკვდილით კვდება.

ახლობლების თქმით, ამ პატარა კავკასიური რესპუბლიკის ქარიზმატულმა და პროევროპელმა ექსპრეზიდენტმა შესაძლოა დიდხანს ვერ გაუძლოს არასათანადო მოპყრობას, რომლის მსხვერპლიც ის არის“,- ნათქვამია გამოცემაში.

Aburjga Tasmanieli მას შემდეგ რაც დ' არტანიანი 1673 წელს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა აგერ უკვე 350 წელია საფრანგეთი შავ დღეშია!!! ფიგარო გადაიხიეთ თავზე თქვე ერთსქესიანთა ქორწინების მომხრებო, ლიბიის მძარცველებო და კადაფის მკვლელობის თანამონაწილენო! სანამ მიშას ავადმყოფობაზე ილაპარაკებთ პრეზიდენტ სარკოზის მიხედეთ, სულ ტყუილ-უბრალოდ თავისუფლება რომ აღუკვეთეთ!!!
3 წლის უკან
Maverick ფიგარო, ფიგარო იქ, ფიგარო აქ! და ამასობაში მიშკუტამ ციხე გაიჩალიჩა! არ შეერგო არაჟანი და რძე! აფსუს!!!!
3 წლის უკან