ჩვენ ახლა გვეკითხებიან, გესმით თუ არა თქვენ, რომელ კარებზე დააკაკუნეთ და იქცევით თუ არა შესაბამისად? - ეს ყველას არ ესმის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შარლ მიშელის განცხადებას, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საქართველოში საჭიროა ისე, როგორც არასდროს.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, ახლა მთელი მსოფლიოსთვის გარდამტეხი ეტაპია და სამყარო ორ მხარედ იყოფა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ცხადი იყოს პოზიცია, თუ რომელ მხარეს დგახარ.
“ახლა ძალიან გარდამტეხი ეტაპია არამხოლოდ საქართველოსთვის, მთელი სამყაროსთვის, იცვლება არსებული წესრიგი, ასეთ დროს, თანამოაზრეები, ვისაც ესმის, რომ ერთმმართველობა და დიქტატურა არ არის სწორი განვითარება ერთ მხარეს დგანან, ხოლო ხალხი ვისაც ეს არ ესმის - მეორე მხრეს, ამიტომ ჩვენ ახლა გვეკითხებიან, გესმით თუ არა თქვენ, რომელ კარებზე დააკაკუნეთ და იქცევით თუ არა შესაბამისად. მე მესმის რომელ კარებზე ვაკაკუნებთ, მაგრამ ყველას არ ესმის, არ არის მარტივი ამბავი, რომ ყველას ერთნაირად ესმოდეს,"- განაცხადა ხვიჩიამ.