გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა.
იენს სტოლტენბერგს დაახლოებით ერთი კვირის წინ კორონავირუსი ჰქონდა, რის გამოც, ჩაიშალა ბერლინში დაგეგმილი ვიზიტი და ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას მის ნაცვლად, მისი მოადგილე დაესწრო.